|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საავამდყოფოში გეგუთის ციხეში დაშავებული პატიმრის გადარჩენას ცდილობენ

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გეგუთის ციხეში დაშავებული პატიმრის გადარჩენას ცდილობენ.

როგორც სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურში აცხადებენ, პაციენტს დაჟეჟილობა აღენიშნება და  მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

„ექიმები ყველანაირად ცდილობენ მის გამოჯანმრთელებას. პაციენტის ვინაობის შესახებ ინფორმაციას ვერ გავცემთ. ჩვენ არ ვიცით რა იყო მისი დაშავების წინაპირობა, ამიტომ სხვას ვერაფერს ვიტყვით. დანარჩენი გამოძიებამ უნდა დაადგინოს,“ - ამბობენ პრესსამსახურში.

გეგუთის #14 დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ჩხუბის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს, ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით,  ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მსჯავრდებული კიბიდან დაგორდა.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა