|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფერადი "ჯარისკაცის მამა" დღეს ქუთაისში

დღეს, ქუთაისში, ლ. მესხიშვილის თეატრში ფილმის "ჯარისკაცის მამა" ფერადი ვერსიის პრემიერა გაიმართება.

ფილმი 2012 წელს გადაიყვანეს ფერად ფორმატში. ჰოლივუდის ერთ–ერთმა სტუდიამ შრომატევადი საქმე გასწია და ფილმის თითოეული კადრი "გააფერადა". 
ფერადი "ჯარისკაცის მამის" პრემიერა თბილისში 9–10 მაისს გაიმართა. ქუთაისი კი მას 15 მაისს, ანუ ქართული კინოს დღეს უმასპინძლებს. 
ჩვენებას ფილმის რეჟისორი რეზო ჩხეიძე დაესწრება.
მესხიშვილის თეატრში ფილმის ჩვენება 18 საათზე დაიწყება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა