|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უმრავლესობას პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტები აღიზიანებს"

საპარლამენტო უმცირესობაში დღეს უმრავლესობის იმ განცხადებას უპასუხეს, სადაც მმართველმა გუნდმა ქვეყნის პრეზიდენტს მისი ვიზიტების მეტი გამჭვირვალობისაკენ მოუწოდა და ვიზიტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ითხოვა.

უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით,  უმრავლესობის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრი ვერ ახერხებს ვერც ერთი ვიზიტის გაკეთებას და პრეზიდენტს აქვს მუდმივი მოწვევები.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა,  მას პრეზიდენტ სააკაშვილის არაერთი საჯარო განცხადება სმენია, სადაც პრეზიდენტი მინისტრებს მასთან ერთად საზღვარგარეთ მივლინებებში სიარულს სთხოვდა.

„მე მომისმენია პრეზიდენტის არაერთი თხოვნა, ერთდ ვიმუშაოთ საგარეო პოლიტიკაზე, რის პასუხს ყოველთვის ვიღებდით, რომ მათ ჩვენთნ თანამშრომლობა  არ შეუძლიათ. ამ გაღიზიანებას სჯობია მართლა ერთად ვიმუშაოთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება წინააღმდეგი, რადგან მისივე შეთავაზებაა, რომ მინისტრებთნ ერთად იმუშაოს და იაროს ამ ვიზიტებზე,“ - ამბობს ნადირაშვილი.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა