|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თბილისის" დევნილებმა უწყლობის გამო სველი წერტილები აჭედეს

ქუთაისში, სასტუმრო "თბილისში" მცხოვრებ დევნილებს ოთხი დღეა წყალი არ მიეწოდება. დევნილების განმარტებით, უწყლობის მიზეზი წყლის სატუმბი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლაა.
"პარასკევის მერე წყალი არ გვაქვს. იმის გამო, რომ წყალი არ არის, სველი წერტილები ავჭედეთ ", – ამბობს სასტუმრო  "თბილისში" მცხოვრები დევნილი, ვეფხვია მიქაუტაძე.
დევნილების თქმით, წყლის პრობლემა ადრეც ჰქონდათ. თუმცა, მაშინ პრობლემა თავადვე მოაგვარეს.
"ადრეც იყო გაფუჭებული "მატორი". მაგრამ მაშინ ჩვენ ავკრიბეთ ფული და გავაკეთეთ, რადგან აღდგომა მოდიოდა", – აღნიშნავენ დევნილები. 
დევნილებმა არსებული პრობლემით, ლტოლვილთა სამინიტროს იმერეთის სამმართველოს მიმართეს. როგორც დევნილები ამბობენ, სამმართველოში განუცხადეს, რომ სასტუმროს ადმინისტრაციას სამ დღეში გადაურიცხავენ თანხას, რომელმაც უნდა მოახდინოს წყლის სატუმბის შეკეთება. 
 "სასტუმროს დირექტორი მანამ ვერ შეაკეთებს, ვიდრე დევნილთა სამინისტრო ყოველთვიურ 500 ლარს არ გადაურიცხავს. შეპირებით კი უთხრეს, რომ სამ დღეში გადმოგირიცხავთო. მაგრამ თანხის მიღებიდან კიდევ ოთხი დღე სჭირდება რომ შეკეთდეს "მატორი". გამოდის ერთი კვირა უნდა ვიყოთ კიდევ უწყლოდ", – ამბობს ვეფხვია მიქაუთაძე.      
 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა