|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის კანდიდატებთან გასაუბრებას პირდაპირ ეთერში ითხოვენ

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის მერობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის პირდაპირი ეთერით ტრანსლირებას ითხოვს. ამის შესახებ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წულაიას  თქმით, მერობის კანდიდატებთნ გასაუბრების პროცესის საჯაროობა იმისათვის არის სჭირო, რომ საკრებულოს წევრებისა და მერის შესარჩევი კომისიის მიმართ საზოგადოების ნდობა დაბალია.

„არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ერთ დღეს ქუთაისელი იღვიძებდეს და ეუბნებოდნენ, რომ ეს არის შენი მერი.  კანდიდატების მიერ თავიანთი სამოქმედო პროგრამების წარმოდგენისა და გასაუბრების პროცესი უნდა იყოს საჯარო, რომ საზოგადოებასაც ჰქონდეს ინფორმაცია ყველა კანდიდატზე და იმ პიროვნებაზე, რომელიც მერი გახდება,“ - ამბობს წულაია.

გოგი წულაიას განცხადებით, კარგი იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს მერობის კანდიდატებთან შეხვედრისა და მათთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ მერის შესარჩევმა კომისიამ მერობის მსურველთა განცხადების მიღება გუშინ დაასრულა.

დღეიდან შემდეგ კომისია შემოსული განცხადებების განხილვის ეტაპზე გადავა. კომისიაში 70–მდე განაცხადია შესული.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა