|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა

ქუთაისში, ძალადობის წინააღმდეგ ახალგაზრდების ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციას უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.

მესხიშვილის თეატრის წინ შეკრებილ ახალგაზრდებთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 4 უცნობი პირი მივიდა. აღნიშნულმა პირებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ "მამა სტეფანეს სახელით მივიდნენ აქციზე, რომელიც მოუწოდებდა მრევლს დაეცვათ მართლმადიდებლობა".
აქციაზე მისულმა პირებმა ახალგაზრდების ჯგუფს მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც ახალგაზრდება მათ წინააღდდეგობა აუწიეს. მათ შორის დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ადგილზე იმყოფეებიან პოლიციის წარმომადგნელები, თუმცა, ისინი ამ დროისთვის დაპირისპირების პროცესს მხოლოდ აკვირდებიან.


დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა იხილეთ მალე newpress.ge-ზე


ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა