|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციელებს პოლიტიკური დავალებებისაგან ათავისუფლებენ

„ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მათზე არასოდეს არ იქნება გაცემული უღირსი, პოლიტიკური დავალებები. სამართალდამცავები შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას– მართლწესრიგის დაცვას,“ – ეს განცხადება იმერეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა პოლიციელთა დაჯილდოვებისას განაცხადა.

პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით იმერეთის მთავარ სამხარეო სამმართველოში მოქმედი და ვეტერანი პოლიციელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დაჯილდოვებული პირების განცხადებით, მათთვის დიდი სტიმულია შინაგან საქმეთა სამინისტროს   მხრიდან შრომის დაფასება. პოლიციელები იმასაც ამბობენ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში დანაშაულის გახსნის სტატისტიკის მიხედვით იმერეთის რეგიონი ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში პოლიციის დღე 6 მაისს აღინიშნებოდა. მიმდინარე წელს კი მინისტრის ბრძანებით აღნიშნული თარიღი შეიცვალა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა