|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის კანდიდატებთან გასაუბრება გადაიდო

საკონკურსო კომისიის მიერ, დოკუმენტაციით შერჩეულ ქუთაისის მერის კანდიდატებთან დღეს დაგეგბილი გასაუბრება კვირის ბოლომდე გადაიდო.
მერის შესარჩევ საკონკურსო–საატესტაციო კომისიაში აცხადებენ, რომ დღეს შეიკრიბებიან, სადაც მეორე ეტაპის დანიშვნის კონკრეტული თარიღი გადაწყდება.
"სავარაუდოდ, კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს მოხდება კონკურსანებთან გასაუბრება", – ამბობს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წევრი ზურაბ ხურციძე.
მისივე თქმით, კონკურისის მეორე ეტაპზე მედიის წარმომადგენლები ვერ დაიშვებიან, რადგან "გასაუბრებაზე ხმაური შეილება გამოიწვიოს ამან. თუმცა, ვიდეო გადაღება იქნება და ჟურნალისტებს ყოველ ორ საათში ინფორმაცია ექნებათ", – აღნიშნავენ კომისიის წევრები.
შეგახსენებთ, რომ მერის შესარჩევი საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ პირველი ეპატი (კონკურსანტების დოკუმენტაციის შერცევა) გასულ კვირას დასრულდა.
კომისიის მიერ, 69 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე 12 მათგანი გადავიდა.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა