|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშები აქციებს არ წყვეტენ

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშები ხვალიდან აქციებს განაახლებენ. მუშების განცხადებით, ისინი აქციებს იმ დრომდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ქარხნის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.

ამ დროისათვის ზესტაფონის ფეროში მუშაობა შეჩერებულია. მუშებმა ხელფასების 50%–იანი, ღამის საათების 20%–იანი ზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით  გაფიცვა დღეიდან დაიწყეს.

როგორც საქართველოს პროფკავშირების იმერეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, ამ დროისათვის ყველაფერი „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისათვის. ახლა ამის სურვილი ქარხნის ხელმძღვანელობამ უნდა გამოთქვას,“ – ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი იმერეთში ირაკლი იობიძე.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა