|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის ფეროს მუშებმა შიმშილობა დაიწყეს

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის გაფიცული მუშებიდან სამმა მუშამ შიმშილობა დაიწყო.

ფეროს მუშებმა გუშინ დაწყებული აქცია დღეს განაახლეს. აქციას საწარმოში დასაქმებული ქალები და ლაბორატორიის თანამშრომლებიც უერთდებიან.

საქართველოს პროფკავშირების იმერეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ მუშების მოთხოვნები იგივე რჩება, ხოლო აქციის მასშტაბები იზრდება.

„მუშები ისევ ითხოვენ ხელფასების 50%-იან,  ღამის საათების ანაზღაურების 20%-იან ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. დღეს აქციაზე ხალხის ნაკადმა მოიმატა. ფეროში მუშა-ხელი რომ აღარ დარჩათ, ცვლის უფროსებს ამუშავენ. ადმინისტრაცია კონტაქტზე არ გამოდის, თუმცა ასე მუშაობა დიდხანს გაუჭირდებათ. გუშინ ამწე მემანქანეებმაც უარი თქვეს ქარხანაში შესვლაზე, რის გამოც ქუთაისიდან უნდოდათ მანქანების ჩამოყვანა, თუმცა არც ისინი დათანხმდნენ,“ -ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი იმერეთში ირაკლი იობიძე.

ზესტაფონის ფეროს გაფიცული მუშები დღეს აქციაზე  პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელს, ირაკლი პეტრიაშვილს ელოდებიან. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა