|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჟურნალისთა სოლიდარობის აქცია ქუთაისში

ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია დღეს ქუთაისშიც გაიმართა. ქალაქის მერიის წინ შეკრებილმა ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ გაახმოვანეს, რომ: "ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები".

ჟურნალისტებმა აქციაზე აღნიშნეს, რომ მედია თავისუფალია და პროფესიული მოვალების შესრულების დროს მათ საქმიანობას ხელი არ უნდა ეშლებოდეს. აქციაზე ჟურნალისტებმა მოითხოვეს: "პატივი ეცით ჟურნალისტის შრომას",  "შეწყდეს ჟურნალისტების დევნა" და დაიწყოს გამოძიება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელშეშლის ფაქტებზე. რადგან, "ინფორმაციის მოპოვება კანონით არ ისჯება".

ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია, თბილისში იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა. აქციას საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეურთდნენ. 

ავტორი: სოფო ბობოხიძე