|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალ ჟურნალისტებისთვის სპეციალური მედიაცენტრი იმუშავებს

ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მასმედიის წარმომადგენლებისთვის, სპეციალური მედიაცენტრი იმუშავებს. ქუთაისის მთავრობის სახლში (ი. აბაშიძის #5) მედიაცენტრი 10:00 საათიდან გაიხსნება. საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებები მედიაცენტრში 11:00, 13:00, 15:00 საათზე გაკეთდება.

საპარლამენტო სესიაზე დამსწრე ჟურნალისტები  მედიაცენტრში 14:30 სთდან 15:00 სთმდე უნდა მივიდნენ, სამხედრო აღლუმზე დამსწრე მასმედიის წარმომადგენლები კი მედიაცენტრში 15:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე უნდა გამოცხადდნენ.

საპარლამენტო სესიაზე დამსწრე ჟურნალისტებს, 15:00-მდე მედიაცენტრში ყოფნა შეეძლებათ.

ქუთაისში, ახალ პარლამენტში საზეიმო სხდომა  ხვალ, 17:00 საათზე გაიხსნება, რომელსაც სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. სხდომა ერთ საათს გაგრძელდება, ხოლო 18:00 საათისთვის ქუთაისში, უკვე სამხედრო აღლუმი ჩატარდება.

 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე