|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში რამდენიმე წუთში პრეზიდენტის მისვლას ელოდებიან

ქუთაისში, პარლამენტის ახალ სხდომათა დარბაზში ამ წუთებში დეპუტატები იკრიბებიან. აღამსრულებელი ხელისფლებიდან ადგილზე იმყოფებიან: რგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, ლტოლვილთა და განსახლების მინიტრი კობა სუბელიანი.

ასევე, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეკრების პროცესში არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლბი.

სხდომათა დარბაზში ტექნიკური მხარის ბოლო შემოწმებას გადიან.

ახალ პარლამენტში პირველი საზეიმო სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე ქუთაისშია და მის მისვლას ახალ პარლამენტში ამ წუთებში ელოდებიან.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე