|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააკაშვილი: როგორც დაგპირდით, სასწაული მოვახდინეთ

„იმ დიდი სამუშაოების მიუხედავად, როგორც დაგპირდით სასწაული მოვახდინეთ, რომ ეს დარბაზი დამთავარდა. ისე როგორც გარე ფასადი. შეიძლება წყალი ჩამოვიდეს, ან სახურავი ქარმა წაიღოს. ეს აუცილებლად მოხდება, როცა ახალ შენობას ვაშენებთ.  ამაზე ისინი გვაკრიტიკებენ, ვინც არაფერს აშენებს,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ცენტრებად და პერიფერიებად დაყოფა დასრულდა. ქვეყნის ცენტრი არის იქ, სადაც მოქალაქეა. ჩვენ შევთავაზეთ ხალხს ჩვენს მატარებელში ჩაჯდომა. ეს მატარებელი დაიძრა და ვერავინ შეაჩერებს ქართველი ხალხის სიჩქარე აკრებილ მოძრაობას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინვესტიციების შემოდინება, წარმატებული ეკონომიკური რეფორმების სიკეთე იგრძნოს ხალხმა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე