|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძალოვნებს newpress-ის ჟურნალისტი დაკავებული ჰყავდათ

დღეს ძალოვნებმა ქუთაისში მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც „აკრძალული ზონის“ მიღმა გადაადგილდებოდნენ, მუშაობის შესაძლებლობა არ მისცეს.

სამხედრო აღლუმისთვის განკუთვნილი ტერიტორიიდან მოშორებით მყოფ newpress-ის ჟურნალისტს თეკლა მორგოშიას ფოტო–ვიდეო გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, მოგვიანებით დააკავეს კიდეც.

ძალოვნებმა ჟურნალისტს გადაღებული კადრების დაუყოვნებლივ წაშლა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში  ფოტოაპარატის წართმევით და დაკავებით დაემუქრნენ. „სასწრაფოდ წაშალეთ ჩვენი მუშაობის კადრები! ოდესმე გინახავთ ჩვენი სამსახური ტელევზიით?“ –  განაცხადეს  ძალოვანებმა, რომლებსაც newpress-ის ჟურნალისტი 15 წუთის მანძილზე დაკავებული ჰყავდათ.

პოლიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტი მხოლოდ რამდენიმე ზარის განხროციელების  შემდეგ გამოუშვეს.

ჟურნალისტ თეკლა მორგოშიასთვის ძალოვნებმა ხელისშეშლა მაშინ სცადეს, როდესაც ის პოლიციელების მიერ მოსახლეობის კონტროლის ფაქტების ამსახველ ვიდეს იღებდა.

ავტორი: "ნიუპრესი"