|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს ქუთაისში პრეზიდენტს ელოდებიან

დღეს, ქუთაისში, საქართველოს პრეზედენტ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე ობიექტს გახსნის. სავარაუდოდ, 17:00 საათისთვის, პრეზიდენტი ახალაშენებულ კლინიკურ საავადმყოფოს ესტუმრება, რომელიც 100 საწოლზეა გათვლილი და იქვე,  სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე, პრეზიდენტი, კიდევ ორ ობიექტს ხსნის. კლინიკური საავადმყოფოს შემდეგ, თეთრ ხიდთან მდებარე, ებრაული ინვესტიციით აშენებულ სასტუმროს მოინახულებს. მესამე ობიექტი კი, რომლის გახსნაც, სავარაუდოდ, იგეგმება, ჯერჯერობით არ სახელდება.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე