|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოლხური შადრევნის დემონტაჟის საკითხი ამჟამად არ განიხილება - პოზიცია მარჯანიშვილმაც შეცვალა

ქუთაისის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული დადგემარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრო მარჯანიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის ცენტრში მდებარე კოლხური შედრევის დემონტაჟის შესახებ. აღნიშნულის შესახებ მარჯანიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მარჯანიშვილი ირწმუნება, რომ მისი ახლანდელი პოზიცია, როგორც არქიტექტორის და საჯარო მოხელისა, შადრევნების შეფასებასთან დაკავშირებით უარყოფითია. მისი თქმით, შადრევნებთან დაკავშირებით მან არქიტექტურულ ხარისხზე ისაუბრა, თუმცა სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ მისი განცხადება პოლიტიკურ ჭრილში იქნა განხილული. 
"კოლხური შადრევანი როგორც არქიტექტურული ნორმების გათვალისწინებით უპროპორციოა, რასაც ორი წლის წინაც ვამბობდი. პოზიცია დღემდე არ შემიცვლია. იმის ფონზე, რომ ქალაქში სხვა უფრო მნიშვნელოვანი პროექტებია გასატარებელი, ამ შედრევნების დემონატჟისთვის თანხის დახარჯვა უსამართლობა იქნებოდა," – აცხადებს მარჯანიშვილი.
მისი თქმით, ქუთაისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებია განსახორცილებელი, რომელზეც დახარჯულ ფულს მოსახლეობა "წყალში გადაყრილს უწოდებს, ამიტომაც არ გვინდა ასე იყოს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში შეიძლება მისი დემონტაჟიც მოხდეს," – ამბობს მარჯანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის განცხადება კოლხური შადრევნების დემონტაჟის შესახებ  გუშინ მედიის საშუალებით გავრცელდა. topnews-მა მოგვინაებით გაავრცელა აუდიაჩანაწერი, სადაც მარჯანიშვილი მანდვილად საუბრობს შადრევნის დემონტაჟზე.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა