|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან მერაბიშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სადაც ვანო მერაბიშვილის სასამრთლო პროცესი უნდა დაიწყოს, ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იკრიბებიან.

ყოფილი პრემიერ–მინისტრის მხარდამჭერები დროშებით არიან მოსული. ფეისბუქის ოფიციალური გვერდის "თავისუფალი ზონის" წევრები პლაკატით "თავისუფლება ვანოს", რომელზეც ვანო მერაბიშვილის ფოტოა გამოსახული, "თავისუფლებას" სკანდირებენ.
"ეს არის შერჩევითი სამართალი, რაც უსამართლობაა. "თავისუფალი ზონა" მხარს უჭერს ვანო მერაბიშვილს," – განაცხადა "თავისუფალი ზონის" წევრმა, კობა ხაბაზმა.    

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა