|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოკა გაბაშვილი – ახალი მთავრობის მცდელობაა, წინასაარჩევნოდ ცუდი ხედით აჩვენონ მერაბიშვილი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესის მიმდინარეობას ახალი ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთ პროვოკაციად აფასებს.

"ახალი მთავრობის მცდელობაა, წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ ცუდი ხედით აჩვენონ მერაბიშვილი. მათ უნდათ, აბსოლუტურად უკანონოდ, პატიმრობაში ამყოფონ "ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, რომ ოპოზიციური ძალა ჩაახშონ", – აცხადებს გაბაშვილი.
მისივე თქმით,  მაშინ როდესაც ახალმა ხელისუფლებამ სამუშაო ადგილები გააქრო, უსამართლობაა მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნა, დასაქმების პროგრამის შემუშავებისა და განხროციელებისთვის," – აცხადებს გაბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მათ თნამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამომრჩევლის მოსყიდვაში, გაფლანგვასა და სხვისი საკუთრების მითვისებაში სდებს ბრალს.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა