|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალი" დეპუტატი – ქუთაისის მერს თანამდებობის დატოვება აიძულეს

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, დავით გოგისვანიძე მიიჩნევს, რომ  ქალაქის ყოფილ მერს, დიმიტრი კოპალიანს თანამდებობის დატოვება აიძულეს.

გოგისვანიძის განმარტებით, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, კოპალიანს უთხრეს, რომ თუკი ის თანამდებობას არ დატოვებდა, იმპიჩმენტს გამოუცხადებდნენ. 
საკრებულოს უმრავლესობის წევრების უკან კი, დავით გოგისვანიძის განცხადებით, ერთი პირი – გოჩა თევდორაძე დგას, რომელიც მართავს ადგილობრივ თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენებს. 
საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის თქმით, მერის გადადგომა მოსალოდნელი იყო. რადგან, "ქართულმა ოცნებამ" რომელმაც წარადგინა კოპალიანი თავის დროზე მერის პოსტზე, მიატოვა. თავის მხრივ,  დიმიტრი კოპალიანი ძალიან სუსტი მერი, პიროვნება და საჯარო მოხელე გამოდგა. რადგან, მას სამეურნეო მუშაობის გამოცდილება არ ქონდა და გუნდიც ვერ შეკრიბა", – განმარტა newpress.ge-სთან საუბარში გოგისვანიძემ.
მისი თქმით,  საკრებულოს უმცირება არც ახალი მერის არჩევა–დანიშვნაში მიიღებს მონაწილეობს. 
"ჩვენ მხოლოდ შენიშვნებს მივცემთ. რადგან, ჩვენი, 6 კაციან შემადგენლობის აზრს მაინც არ გაითვალისწინებს საკრებულოს უმრავლესობა", – ამბობს გოგისვანიძე. 
შეგახსნებთ, რომ დიმიტრი კოპალიანმა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება გუშინ დაწერა.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა