|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე – ქუთაისი და ყოფილი მერი გაბითურებულია

საპარლამენტო უმცირესობის და "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გია თევდორაძის განმარტებით, ქუთაისში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესები ქალაქისათვის შეურაცხმყოფელია.
თევდორაძე განმარტავს,რომ საკრებულოს უმრავლესობას, რომელმაც თავის დროზე დიმიტრი კოპალიანი მერად აირჩია, ახსნა–განმარტება უნდა გაეკეთებინა თუ რის საფუძველზე მოხდა მისი შერჩევა, რადგან როგორც თევდორაძე აცხადებს, იმ დროისათვის კოპალიანი პანაცეა იყო.
"დიმიტრი კოპალიანი იყო თავის პროფესიაში ძალიან განვითარებული ადამიანი. ის წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და მისი რესურსის გამოყენება სხვა კუთხით შეიძლებოდა, მარამ საკრებულოს ე.წ უმრავლესობამ ის თავისი ვიწრო პარტიული მიზნებისათვის გამოიყენა," – განაცხადა დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გია თევდორაძემ. 
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, საკრებულოს უმრავლესობასთან ერთად, კონსულტაციებში მიიღებს მონაწილეობას თუ ვინ შეიძლება იყოს ქუთაისის მერი. თუმცა, როგორც თევდორაძე ირწმუნება, "ნაციონალურ მოძრაობას" ქუთაისის მერობის კანდიდატი არ ჰყავს. 
"იმის ფონზე,როცა საკრებულოს უმრავლესობას სხვა პოლიტიკური პარტია წარმოადგენს, არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი მხარდაჭრას მოიპოვებს თვითმმართველობის მხირადან, ჩვენ უბრალოდ ვითანამშრომლებთ. ამისთვის მზაობა უკვე ბევრჯერ გამოვთქვით," – აღნშნავს თევდორაძე. 
"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქალაქი პარალიზებულია და შეწირულია ამ დრომდე სკამების გადანაწილებას.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა