|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მრავალშვილიანმა დედამ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ცემა დააპირა - მთელი ქალაქი შეჭამეთ

სიტყვიერი დაპირისპირებიდან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა მრავალშვილიანი დედისა და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის შელაპარაკება საკრებულოს სხდომაზე. 
საკრებულოს დეპუტატის, კახა ნემსიწვერიძეს საცემად გამზადებული  მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე, სხდომაზე მყოფმა პირებმა გააშველეს. 
ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას, წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა. 
"ნემსიწვერიძე, სწორედ შენ და  შენნაირებმა აიძულეს ქალაქის პატიოსან მერს თანამდებობის დატოვება. მთელი ქალაქი თქვენი გგონიათ, რადგან ამ დრომდე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შეფარებულები მთელი ქალაქი შეჭამეთ. ქუთაისი თქვენი არა არის," – ასეთი რეპლიკებით საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს ყოფილ ნაციონალ დეპუტატს და ამ დროისათვის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრს, კახა ნემსიწვერიძეს ქუთაისში მცხოვრებმა,მრავალშვილიანმა მარინა დახუნდარიძემ მიმართა.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა