|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში ახალ სასწავლო წელს კონცერტით აღნიშნავენ

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით  ჯგუფ "მწვანე ოთახი"–ს კონცერტი გაიმარეთება. 

აღნიშნული კონცერტი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვიმმართველობის ორგანიზებით ტარდება. 
"ჩვენ გვინდა პირველი დღე სტუდენტებისთვის განსაკუთრებით ენერგიული და კარგად დასამახსოვრებელი იყოს. დღეს, ასევე, სტუდენტებისთვის  სხვადასხვა სიურპრიზი გვექნება. ვიმედოვნებ, საბოლოო ჯამში, საღამო კარგი გამოვა," – ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ირაკლი ჯიშკარიანი.
წერეთლის უნივერსიტეტის ეზოში კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება.  


ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა