|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ენერგეტიკის სამინისტრო კახა კალაძის ესკორტის ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ენერგეტიკის სამინისტრო უწყების ხელმძღვანელის, კახა კალაძის ესკორტის ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი გაფრინდაშვილმა განუცხადა, კახა კალაძის ესკორტი თბილისიდან დღეს საერთოდ არ გასულა.
"კახა კალაძის ესკორტი მთელი დღეა სამინისტროსთან დგას. ინფორმაციის ავტორებს შეუძლიათ ეს გადაამოწმონ იმ კამერების საშუალებით, რომელიც იუსტიციის სახლთანაა დამონტაჟებული", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა. მისივე განმარტებით, თავად მინისტრი კახა კალაძე რამდენიმე საათის წინ ბაქოში გაემგზავრა. 
გავრცელებული ინფორმაციით, კალაძის ესკორტი ზესტაფონში ქალს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა