|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანო მერაბიშვილი – მოწმეების დაკითხვას 7 წელი დასჭირდება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის  წინასასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მერაბიშვილმა განცხადება მოწმეთა მრავალრიცხოვან სიასთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი განცხადებით, არცერთ პროცესზე არ მომხდარა ამდენი მოწმის დაკითხვა.

"4500 მოწმის დაკითხვას 7 წელი დასჭირდება. ყველაფერი კი მიმართულია იმისკენ, რომ უთხრან ყველას, თუ რა დაემართებათ ადამიანებს, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" გაეკარებიან," – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნუსხის ჩამოთვლა გრძელდება. მოწმეთა სიის წაკითხვა მე–40 გვერდიდან გაგრძელდა. წინა პროცესზე მოწმეთა 123 გვერდიანი სიიდან სწორედ 40 გვერდძე შეჩერდნენ. ბრალდების მხარემ 3 000-ზე მეტი მოწმე უნდა დაასახელოს.  

                                 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა