|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბერას კონცეტრის გამო ქუთაისის ცენტრი ორი დღით გადაიკეტა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ხვალ, ბერა ივანიშვილის კონცერტია დაგეგმილი. აღნიშნულის გამო,  ქუთაისის ცენტრალური მოედანი დილიდან გადაკეტილია და სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.  

ცენტრალურ მოედანზე, "ქართული ოცნების" საქალაქო შტაბში განმარტავენ, რომ ბერა ივანივილის კონცერტის ორგანიზება მათგან დამოუკიდებლად ხდება. "ბერა ივანიშვილი მთელი საქარველოს მასშტაბით გეგმავს საკონცერტო ტურნეს ჩატარებას, თუმცა კონცერტის ორგანიზება საქალაქო შტაბისგან დამოუკიდებლად ხდება. ვფიქრობ ამ ტურნეს პოლიტიკური, წინასაარჩევნო დატვირთვა არა აქვს," - ამბობს კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის საქალაქო შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ლარინა ლალიაშვილი.
ბერას კონცერტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ხვალ, 20:00 საათზე გაიმართება.

ავტორი: ანა ჯანაშია