|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი საქართველო" – ქუთაისის საკრებულოში საოცნებო საოცრებები ხდება

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღღვანელი გოგი წულაია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწოდებს,რომ ღირსეულად და კანონშესაბამისად მოიქცეს. 
"მოვუწოდებ საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ მარგველაშვილს ერთხელ მაინც მოიქცეს ღირსეულად და თუ დეპუტატს ფრაქციის დატოვება სურს, ამის უფლება მისცეს,"– ამბობს გოგი წულაია. 
წულაის განმარტებით, იმის გამო, რომ ფრაქცია "ქართული ოცნება" არ შესუსტდეს, საკრებულოს თავმჯდომარემ ძალოვნების მეშვეობით, დეპუტატ კაკო სიხარულიძეს ფრაქციაში დარჩენა აიძულა, რასაც წულაია სამარცხვინო ფაქტს უწოდებს. 
"აკაკი სიხარულიძემ დაწერა განცხადება ოცნებიდან წასვლის შესახებ, მაგრამ ორ საათში გადათქვა. ეს იმიტომ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა.  ამის ფონზე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისი საოცრებათა ქალაქია და საკრებულოშიც საოცნებო საოცრებები ხდება. ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ რას წარმოადგენს საკრებულო და რა ღირსებები აქვთ საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს წევრებს,"– ამბობს წულაია. 
შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ, საკრებულოს "მეოცნებე" დეპუტატმა აკაკი სიხარულიძემ ფრაქციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და განცხადების საფუძველზე ფრაქცია დატოვა.  თუმცა, რამდენიმე საათში დეპუტატი "მეოცნებეთა" ფრაქციის რიგებს დაუბრუნდა. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა