|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაკავება ქუთაისში - შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მალხაზ ჯ. ნარკოდანაშაულისთვის ქუთაისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ორ შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 7,28 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 5,2416 გრ ჰეროინს შეიცავს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა