|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა დაიწვა

ქუთაისში,  პუშკინის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა დაიწვა. ხანძარი შენობაში დილის ხუთ საათზე გაჩნდა. შენობაში ამ დრომდე მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

მერიის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის, რამაზ ყიფიანის განმარტებით, ხანძარი 500 კვ მ ფართობზე არის მოდებული. 

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, სერვერისა და დოკუმენტაციის გადარჩენა სრულად მოხერხდა.  

"ტექნიკა და ინვენტარი ნაწილობრივ გადარჩა, თუმცა რაც მთავარია დოკუმენტაციისა და სერვერის გადარჩენა სრულად შევძელით. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ ოფისი აღარ გვაქვს", - განმარტავს ოსეფაიშვილი. 

საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის გარდა ასევე, დაიწვა  პუშკინის ქუჩა N14 მდებარე საცხოვრებელი სახლიც. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.  

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა ამ დრომდე ადგენს.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა