|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სასურსათო ჯიხურების გაუქმებას ითხოვენ

ქუთაისში, საზოგადოებრივი კონტროლის ჯგუფის წევრები სასურსათო ჯიხურების დადგმის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ.

საზოგადოებრივი კოტროლის ჯგუფის წევრების თმით, აღნიშნული ჯიხურებისთვის ფართები შ.პ.ს "მადლს" გასაიდუმლოებულად, ტენდერის გამოცხადების გარეშე პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა.
"შ.პ.ს მადლს ფართები ჯიხურების დასადგმელად ქუთაისის მერიამ ფართები გასაიდუმლებულად გადასცა.ეს იმიტომ,რომ აღნიშნული ჯიხურების მიღმა, გოჩა თევდორაძის ბიზნესინტერესები იმალება. ჯერ ერთი, ეს ჯიხურები ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და მეორეს მხრივ ვიღაცას ძალიან უნდა საზოგადოებაში გაჩნდეს წარსულში დაბრუნების განცდა და სხვადასხვა უბანში ჯიხურები გამოჩნდეს,"– ამბობს საზოგადოებრივი კონტროლის ჯგუფის წევრი მანანა მანაგაძე.
შეგახსენებთ, რომ ჯიხურების დადგმა, სადაც იაფი პროდუქტი უდა გაიყიდოს ქუთაისის 20 სხვადასხვა უბანში იგეგმება.
ამ დროისთვის, ქუთაისის სხვადასხვა უბანში უკვე 10 ასეთი ტიპის ჯიხურია დადგმული.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა