|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჰასტინგის საერთაშორისო ტურნირში ქართველმა მოჭადრაკემ გაიმარჯვა

ინგლისში, ქალაქ ჰასტიგსში გამართული ტრადიციული საჭადრაკო ტურნე ქართველი მოჭადრაკის გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებული მსოფლიოში კლასიფიკაციით 92-ე მოჭადრაკე, მიხეილ მჭედლიშვილია.

მჭედლიშვილმა  9 ტურიდან  6,5  ქულით   I – VII   ადგილები გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა დაისაკუთრა.

"რახან რეიტინგით პირველი ვიყავი, გამარჯვების იმედიც მქონდა, ტურნირის მოგება ყოველთვის სასიამოვნოა"- ამბობს მიხეილ მჭედლიშვილი newpress.ge - სთან საუბარში.

ჰასტინგის საერთაშორისო საახალწლო საჭადრაკო ტურნირში 24 სხვადასხვა ქვეყნიდან 68 მოჭადრაკე მონაწილეობდა. 

ჰასტინგში საერთაშორისო საახალწლო საჭადრაკო ტურნე ყოველწლიურად 50 წელზე მეტია რაც იმართება.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა