|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გასულ წელს შეუსრულებელი პროექტების შესრულება წელს იგეგმება

ქუთაიში, 2013 წელს შესასრულებელი პროექტები და ვალდებულებები მიმდინარე წელს შესრულდება. აღნიშნულის შესახებ დღეს, საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადეს. 

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი ავალიანის განმარტებით, გასულ წელს ქალაქში 8 მლნ ლარამდე ღირებულების სხვადასხვა პროექტები დარჩა შეუსრულებელი.
"პროექტების შეუსრულებლობა კი სხვადასხვა მიზეზებით იყო განპირობებული", – განმარტა სხდომაზე  ირაკლი ავალიანმა. 
ქუთაისის საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, გოგიტა გოგელაშვილის განმარტებით, გასულ წელს შეუსრულებლი პროექტების უმრავლესობას რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებდა.  
"8 მლნ ლარიდან 5 მლნ 896 000 ლარი იყო რეგიონალური განვითარების ფონდის თანხა, რომლის უკან დაბრუნების საშიშროება იდგა. თუმცა, იმედი გვაქვს რომ ეს პროექტები წელს განხორციელდება", – აღნიშნა სხდომაზე გოგიტა გოგელაშვილმა. მისივე თქმით, თუკი გასული წლის პროექტებისა და ვალდებულებების შესრულება წელს  სრულად მოხდება, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 50 მლნ ლარამდე გაიზრდება. 2014 წლის ქუთაისის ბიუჯეტი 42 მლნ 300 000 ლარს შეადგენს.     

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა