|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი – ჩავარდნილი პროექტების წელს განხორციელება მურღულიას სასარგებლოდ ხდება

ქუთაისში, 2013 წელს შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე წელს განხორციელებას, საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი წინასწარ განსაზღვრულ გეგმად აფასებს. 

"ნაციონალი" დეპუტატის, გია გოქაძის განმარტებით, გასულ წელს პროექტების შეუსრულებლობა პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. 
"ის, რომ თითქოსდა წელს შესრულდება პროექტები, ეს ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. კერძოდ, ეს კეთდება ერთი ადამიანისთვის, მერობის კანდიდატის - შოთა მურღულიასთვის. ხომ  ხედავთ, ყველაფერს მურღულიას აწერენ, ეს გააკეთა ის გააკეთაო", – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა, გია გოქაძემ. 


ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა