|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში ქაღალდომანია სრულდება - თვითმმართველობა ელექტრონულ წარმოებაზე გადადის

ქუთაისის მერია საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაზე გადადის. აღნიშნულთან დაკავშირებით,  დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები მიიღო.

ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მენეჯერის, მიხეილ გვარჯალაძის განმარტებით, საქმის წარმოების ელექტრონულისისტემა საჯარო დაწესებულებებში მნიშვენლოვანია ადამიანური რესურსისა და საქმის წარმოების პროცესების დაზოგვისათვის.
მისივე თქმით, სისტემა უზრუნველყოფს საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტორნულ მართვასა და საჭირო დოკუმენტებზე სწაფ წვდომას.
"სისტემის საშუალებით მარტივად ხორციელდება დავალებები, მათზე რეგირებისა და სხვა ორგანოზაციული საკითხების მუდმივი მონოტორინგის პროცესები. ამ სისტემას უკვე რამდენიმე საჯარო უწყება აქტიურად იყენებს," - განმარტა შეხვედრაზე გვარჯალაძემ.
ხვალიდან ქუთაისის მერია საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს, ხოლო სრულად ამ სისტემაზე გადასვლა მარტის თვიდან იგეგმება.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განმარტებით, ახალ სისტემაზე გადასვლა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის დროულია და მერიის საქმიანობას გააუმჯობესებს.
"ე.წ ქაღალდომანია დასრულდება. პროგრამა საშუალებას გვაძლევს ვადების დარღვევის პოტენციური რისკები გამოვავლინოთ. ყველა დოკუმენტი ელექტრონულად აღირიცხება და სისტემაში შეინახება. შეუძლებელი იქნება დოკუმენტებში თარიღის ან ტექსტში ნებისმიერი ცვლილების შეტანა," - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა