|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საჯარო ბავშვთა ბაღების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

ქუთაისში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 20 დღიანი შესვენების შემდეგ სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. 

ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი, მაია პაქსაძის ინფორმაციით, დღეს ბავშვთა გამოცხადება არც ისე მაღალი იყო.
ქალაქის საჯარო ბაღებში რეგისტრირებული 9400 აღასზრდელიდან სასწავლო პროცესზე მხოლოდ 5315 ბავშვი გამოცხადდა.
ქუთაისში დღეისათვის 35 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. თუმცა, შესაძლოა წელს მათი რიცხვი გაიზარდოს. 
"საბავშვო ფილიალების დამატების აუცილებლობა ნამდვილად გვაქვს. ამ მხრივ ყველაზე მეტი პრობლემა ავტოქარხნისა და ავანგარდის დასახლებებშია", - განმარტავს newpress.ge-სთან საუბარში მაია პაქსაძე. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ორი ფილიალის დამატებაც საკმარისი იქნება. 
"თუმცა, ეს ქალაქის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია", - აღნიშნავს ააიპ გაერთიანების დირექტორი.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა