|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აქცია ქუთაისში – სტუდენტები საყდრისის მაღაროსთვის სტატუსის აღდგენას ითხოვენ

ქუთაისელი სტუდენტები საყდრისის მაღაროს გადარჩენასა და მაღაროსთვის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ. 
აღნიშნული მოთხოვნებით, ქუთაისის ცენტრალურ უბანში დღეს, სტუდენტური გაერთიანება "მელნისფერი თაობის" ინიციატივით აქცია მოეწყო.  
არა ვანდალიზმს," "ერთად დავიცვათ საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო განადგურებისაგან," - ეს ის ლოზუნგებია, რომელიც სტუდენტებმა აქციაზე გააჟღერეს.
"ჩვენ ვაპროტესტებთ მარნეულში მდებარე უნიკალური კულტურული ძეგლის განადგურებას და ვეხმიანებით იმ საპროტესტო აქციას,რომელიც პერმანენტულად იმართება სხვადასხვა ქალაქებში. საყდრისის მაღარო კულტურული მემკვიდრეობაა და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ამიტომ, უმოკლეს ვადებში ვითხოვთ ამ მაღაროს სტატუსი დაუბრუნონ," -ამბობს ქუთაისში გამართული აქციის მონაწილე თამაზ თევზაძე. 
საყდრისის მაღაროს აღდგენის მოთხოვნით, დღეს  საპროტესტო აქციები ასევე საქართველოს სამ ქალაქში: ბათუმში,თბილისსა და თელავში გაიმართა.
საყდრისი - ყაჩაღიანი სამთო-არქეოლოგიური მაღარო მსოფლიოში უძველეს ოქროს მოპოვების კერას წარმოადგენს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის IVათასწლეულის მიწურულით  თარიღდება. 
მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს პერიოდის ნამოსახლარი და ურუქული პერიოდის კერემიკა.
საყდრისის მაღაროს 2006 წელს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. თუმცა ამავე მაღაროს სტატუსი  2013 წელს მოეხსნა.

ავტორი: ლანა კოკაია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა