|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის სოფელში დაკარგულ 6 წლის გოგონას მეექვსე დღეა ეძებენ

ვანის რაიონის სოფელ შუამთაში დაკარგულ 6 წლის გოგონას უკვე მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ გოგონას სამძებრო სამუშაოებში შესაძლოა ახალი ვითარება გამოიკვეთოს. "უკვე ამდენი დღეა უშედეგოდ ვეძებთ გოგონას. არც თვითმხილველი გვინახავს, რომელიც იტყოდა, რომ გოგონა მდინარესთან ნახეს. საქმის მასალები ვანის პოლიციაში დევს და ისინიც აწარმოებენ საქმის მოკვლევას", - განმარტავენ newpress.ge-სთან საუბარში იმერეთის სამხარეო სამაშველო სამსახურში. 6 წლის გოგონა 15 იანვარს დაიკარგა.  მამამ გოგონა თავის 7 წლის ძმასთან ერთად მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად გაგზავნა, თუმცა სახლში მხოლოდ ბიჭი დაბრუნდა. ძმა დის დაკარგვის რამდენიმე მიზეზს ასახელებდა, კერძოდ, დამალვას ან  მდინარეში გადავარდნას.

სამძებრო სამუშაოების შედეგად მდინარე ყუმურში ნაპოვნია გოგონას სვიტერი და ქუდი, რის გამოც,  ვარაუდობენ, რომ გოგონა მდინარეში ჩავარდა.

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა