|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორი იქნება პატრულის ახალი ავტომობილები - შსს ავტოპარკის განახლებას გეგმავს

შესაძლოა ამჟამინდელი საპატრულო ავტომობილები ახალი მოდელის ავტომობილებმა ჩაანაცვლოს. 

როგორც შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელი, ვიკა კლიმიჩევას ამბობს, ახალი ავტომობილი შსს-მ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზნით სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა.
"შსს-ში ყოველწლიურად მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. ახალი ავტომობილი შსს-მ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზნით სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა. ამ ეტაპზე, დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად ამ ფოტოზე ნაჩვენები მოდელით მოხდება თუ არა ავტოპარკის განახლება. ფოტოზე ნაჩვენები მოდელის გარდა, სხვა მოდელებიც განიხილება",- ამბობს შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელი, ვიკა კლიმიჩევა. 
წყარო: ambebi.ge 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა