|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წერეთლის უნივერსისტეტის ბიუჯეტიდან ჩინოვნიკებმა საახალწლო საჩუქრები მიიღეს?

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანლობამ, სასწავლებლის ბიუჯეტიდან, საახალწლოდ ჩინოვნიკები დააჯილდოვა.

იმერეთის მხარის გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მუღულია, საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, პარლამენტარი, ეკა ბესელია, VTB ბანკის მენეჯერი და დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი, ანჟელა ორჯონიკიძე – ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან სოლიდური საჩუქრები მიიღეს.
აღნიშნულ ინფორმაციას, უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი, მალხაზ მებურიშვილი ავრცელებს. მისი განმარტებით, დაფიქსირებული ქმედება ეწინააღმდეგება, საქართველოს პრემიერ–მინისტრის  განმარატებას, რომელმაც მოუწოდა საჯარო პირებს ანალოგიური საჩუქრების გაცემისგან თავი შეეკავებინათ.
რას აცხადებენ საჩუქრების მიმღები პირები და როგორია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებები? newpress.ge აღნიშნულ პირებთან დაკავშირებას ცდილობს.

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა