|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "ნაციონალი" მერიას - რას დაახრიგინებთ ჯიხურებს

ქუთაისის საკრებულოს "ნაციოანალური მოძრაობის" დეპუტატმა, გია გოქაძემ აღმასრულეებლი ხელისუფლებისა და საკრებულოს დეპუტატებს, პასუხი მოსთხოვა ქალაქში ჯიხურების განთავსების გამო. 

"საინტერესოა, რას დაახრიგინებთ  ამ ჯიხურებს, რომელიც ესთეტიურად უმახინჯესია და ასევე, შევარდნაძის დროს გვახსენებს", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე გია უკლებამ. მისვე თქმით, ასეთი გადწყვეტილების დროს მნიშვნელოვანია  საზოგადოების აზრი გაითვალისწინონ. 
"გვაინტერესებს ამ საქმეში არის თუ არა "პატრიოტთა ალიანსის" ხელმძვანელის, გოჩა თევდორაძის ინტერესები?", - აღნიშნა სხდომაზე "ნაციონალმა" დეპუტატმა. 
საკრებულოს დეპუტატმა ქუთაისის ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილსგან პასუხი სხდომაზე მიიღეს. მიქიაშვილის განცხადებით, ქალაქში ჯიხურები მათაც არ მოსწონთ. თუმცა, აღმასრულებლ ხელისუფლებას სხვა მეტი არაფერი შეუძლია გარდა იმისა, რომ: "ადგილები, თუ სად უნდა განთავსდეს ქალაქის ტერიტორიაზე ჯიხურები დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი", - განმარტა საკრებულოს სხდომაზე  მიქიაშვილმა.  

ავტორი: ანა ჯანაშია