|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში მრავალშვილიანი მამა დააკავეს

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვის გამოსვლის მოთხოვნისთვის მრავალშვილიანი მამა, დავით გვეტაძე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება, საკრებულოს სხდომაზე მრავალშვილიანმა დედამ მარინე დახუნდარიძემ გააკეთა.

მისი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლემა დავით გვეტაძე მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომაზე დასწრების წინ დააკავა. 
საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა, აღნიშნულის გამო, საქმის გამოძიება მოითხოვა. თუმცა, აღნიშნა რომ ის ადამიანი არა სიტყვის გამოსვლის, არამედ კანონის დარღვეის გამო დააკავეს.  

ავტორი: დეა მანაგაძე