|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გარე რეკლამის განთავსებისთვის დამატებით 5 ადგილი გამოიყო

ქუთაისის მერიამ გარე რეკლამის განთავსებისთვის ქალაქში დამატებით 5 ადგილი გამოჰყომერიის ქალაქ დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლმა, ანდრო მარჯანიშვილის განმარტებით, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, დამატებით გამოყოფილ ადგილებზე ელექტრონული რეკლამებისთვის განკუთვნილი ტაბლოები განთავსდება. მარჯანიშვილის აღნიშნულ განცხადებას საკრებულოს სხდომაზე, "ნაციონალი" დეპუტატი, გია უკლება გამოეხმაურა. "თქვენი სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ვეჭვობ ამ საქმის მიმართ თქვენ კომპეტენციაში", - განაცხადა "ნაციონალმა" უკლებამ.

ავტორი: თეკლე მორგოშია