|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხიდების რეაბილიტაცია კვლავ შეჩერებულია - რატომ ვერ ასრულებს სამუშაოებს კომპანია?

ქუთაისში რუსთაველისა და ე.წ ბალახვნის ხიდების რეაბილიტაცია  ორ კვირაზე  მეტია  შეჩერებულია. აღდგენით სამუშაოებზე პასუხისმგებელ კომპანიაში  (შპს "გეგი")  ირწმუნებიან, რომ სამუშაოებს განაახლებენ. 

შპს "გეგის" დირექტორი, იური თავაზე newpress.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ხიდებზე აღდგენითი სამუშაოების შეჩერება პროექტის სირთულემ გამოიწვია. 
"პროექტის მიხედვით ბორდიულები ფიგურული უნდა ყოფილიყო. რისი გაკეთებაც ძალიან გაგვიჭირდა. ამიტომაც ვითხოვეთ მერიაში პროექტის კორექტირება. თავიდან უარი გვითხრეს და ვადაგადაცილების გამო დაგვაჯარიმეს. მოგვიანებით კი, კორექტირება მაინც შევიდა და ხიდებზე ფიგურული ბორდიული აღარ გაკეთედება", - განმარტავს იური თავაძე.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ზემოთ აღნიშნული ხიდებზე ბორდიულად გრანიტის ფილები იქნება გამოყენებული. მათივე ინფორმაციით, 1კვ მეტრი ფილის წონა 300  კილოგრამია.
რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმავიას იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია მუშებს ხელფასს არ უხდის, თავაძე ამბობს, რომ: "სულ მყავს 8 მუშა. რაც სამუშაოები შეასრილეს მაგის თანხა გადახილია".  
შპს "გეგიმ" ხიდების აღდგნაზე პასუხისმგებლობა ტენდერის გზით აიღო. რისთვისაც მას ქუთაისის მერიისგან 187 500 ლარი ერგო. ხიდებზე  სამუშაოები 27 მაისიდან დაიწყო, რომელიც 3 ივლისს უნდა დასრულებულიყო. ვადაგადაცილების გამო კომპანია ჯარიმის სახით ყოველდღიურად 187 ლარს იხდის. 

ავტორი: თეკლე მორგოშია