|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დედა-შვილი ვანში ყაჩაღებმა სამართლებლითა და ცხელი უთოთი აწამეს

ყაჩაღური თავდასხმა მოხდა ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში. არველაძეების ოჯახს 4 უცნობი პირი თავს გვიან ღამით დაესხა. ოჯახში მხოლოდ დედა და მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.

თავდამსხმელებმა დედა-შვილი სამართლებლითა და ცხელი უთოთი აწამეს. ჯერ დედა დასერეს სახეზე, შემდეგ კი მძინარე ბავშვს გახურებული უთოთი დაუწვეს კიდურები. ისინი ქეთევან არველაძისაგან ფულს ოთხოვდნენ. ოჯახში ოქროს ნივთების პოვნის შემდეგ, კი მძარცველები მიიმალნენ.

"info9"

ავტორი: ნიუპრესი