|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მცირეწლოვანი ბავშვის "გაუთოვებაში" ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში მცირეწლოვანი ბავშვის "გაუთოვებაში" ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ვანში მომხდარ ფაქტზე ამჟამად უკვე ორი პირია დაკავებული. ერთ-ერთი მათგანია 1993 წელს დაბადებული ალექსანდრე რ. 
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ვანის რაინის სოფელ ფერეთაში, სამი ნიღბიანი პირი ქეთევან ო-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და მის მცირეწლოვან შვილს. დამნაშავეები ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ითხოვდენ. მათ სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი წაიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ყველა პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს. 
გამოძიება ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 376-ე მუხლით.
2 დღის წინ, ვანის რაინის სოფელ ფერეთაში უცნობმა პირებმა 4 წლის ბავშვი "დააუთოვეს".

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი