|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში შემოდგომიდან "წითელა" გააქტიურდება - მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებენ

საქართველოში ზაფხულის სეზონზე ნაწლავური ინფექციების რაოდენობამ 30-45 პროცენტით მოიმატა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ და ეპიდემიის საშიშროებას გამორიცხავენ. ინფექციის გამომწვევი ნოვოვირუსის გახშირების გამო სპეციალისტები მოსახლეობას ჰიგიენის დაცვისაკენ და ხელების ხშირი დაბანისკენ მოუწოდებენ.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ,,რეზონანსთან“ განმარტავს, რომ "ნოვოვირუსი ერთ-ერთი ვირუსია, რომელიც ნაწლავურ ინფექციებს იწვევს. ინფექცია ყველაზე ხშირად ბავშვებში ვლინდება , პირველ რიგში ამ ინფექციას ხელების დაუბანლობა იწვევს, ნაწლავების ინფექციის სიმპტომები გულისრევა და კუჭნაწლავის აშლილობაა.“

იმნაძის განცხადებით „ვირუსი საშიში არაა და თავად იცის გავლა, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს და გადასხმების გაკეთება გახდეს საჭირო, ძირითადად საუბარი სითხის დაკარგვაზეა, ბავშვი სითხეს რომ კარგავს, ის სითხე უნდა შევუვსოთ“

„რაც უფრო აგრილდება, მით უფრო მოიკლებს შემთხვევები - აცხადებს იმნაძე და მოსახლეობას აფრთხილებს რომ შემოდგომაზე ინფექციური ვირუსული დაავადება „წითელა“ გააქტიურდება. იმნაძე მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებს.

newpost.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა