|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერაში ვედმედევას დირექტორის პოზიციაზე აღდგენას არ ადასტურებენ

ხატია ვედმედევას ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას არ ადასტურებენ ოპერის თეატრში. „ამ ეტაპზე სასამართლოს მხრიდან სარჩელის დაკმაყოფილება არ ნიშნავს ვედმედევას პოზიციაზე ავტომატურ აღდგენას. სასამართლომ კულტურის სამინისტროდან და ფინანსური პოლიციიდან მეტი დოკუმენტაცია მოითხოვა. ჩვენი იურისტის ინფორმაციით მოსამართლეს არ უთქვამს, რომ ყოფილი დირექტორი აღადგინეს პოზიციაზე“, - აღნიშნავენ ოპერაში.

შეგახსენებთ რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხატია ვედმედევას სარჩელი დააკმაყოფილა და მისი გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა