|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება გადაიფიქროს

Commersant.ge-ს მკითხველთა უმრავლესობა უკრაინის კრიზისის მოგვარების გზას დასავლეთის სამხედრო დახმარებაში ხედავს. 

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საკუთარი მოსაზრება საიტის მომხმარებლებმა მიმდინარე კვირის გამოკითხვაში დააფიქსირეს.

„რაში ხედავთ უკრაინის კრიზისის მოგვარების გზას?“ – ამ შეკითხვაზე მკითხველებმა ასეთი პასუხები გასცეს:

დასავლეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს – 36%;

ევროპამ და ამერიკამ რუსეთის მიმართ სანქციები უნდა გაამკაცროს – 33%;

კონფლიქტი დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს – 24%;

ამ ეტაპზე გამოსავალს ვერ ვხედავ – 8%.

ბოლო ინფორმაციით, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიღება რამდენიმე დღით გადადო. Reuters–ის ინფორმაციით, რომელიც დიპლომატიურ წყაროებს ეყრდნობა, აღნიშნული მიმართულებით გადაწყვეტილება მინსკში დაგეგმილი შეხვედრის შედეგებზეა დამოკიდებული.

მოლაპარაკებების წარმატების შემთხვევაში სანქციების ამოქმედება 72 საათით დაიგვიანებს, თუმცა შესაძლოა ვადებმა ორი კვირითაც კი გადაიწიოს. ერთ–ერთი დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებს სურთ მშვიდობიან პროცესს შანსი მისცენ.

დიპლომატების ნაწილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ წარმატებული მოლაპარაკების შემთხვევაში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღება საერთოდ გადაიფიქროს.

 იხილეთ ვრცლად. 

http://commersant.ge/

ავტორი: ნიუპრესი