|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები, ევროკავშირის შემდეგ, აშშ-მაც დააწესა

ამერიკის ფინანსთა მინისტრის ჯეიკობ ლიუს განცხადებით, აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, რომელშიც ქვეყნის უმსხვილეს ბანკთან, "სბერბანკთან" ერთად, მოხვდნენ ენერგეტიკული  კომპანიებიც, მათ შორის , კერძო კომპანიებიკერძო კომპანიები- "გაზპრომი", "ლუკოილი", "სურგუტნეფტეგაზი", "ტრანსნეფტი", "გაზპრომ ნეფტი" და ხუთი თავდაცვითი და მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კორპორაცია.თავისი ახალი სანქციებით, ვაშინგტონმა აკრძალა მომსახურებისა და რუსეთის ფედერაციის ენერგოკომპანიებისთვის აღჭურვილობის ექსპორტი. სანქციები შეეხო სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხ"-ს, რომლის გენერალურ დირექტორზე სერგეი ჩემეზოვზე აშშ-სა და ევროკავშირის სანქციები მანამდე მოქმედებდა.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ გუშინ განაცხადა.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი