|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო

ქუთაისში, მუხნარის ტყე პარკში დასუფთავების აქცია მოეწყო. ტყე ადგილობრივი თვითმართველობის თითქმის ყველა თანამშრომელმა დაასუფთავა, აქციაში ქალაქის მერი შოთა მურღულია, ვიცე-მერები,საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და საკრებულოს წევრები ჩაერთნენ.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა მთლინად მუხნარის ტყე პარკი. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ყველა სამსახურს და თითოეულ ადამინს მოუწოდა ანალოგიური აქციები პერმანენტულად განახორციელონ.
"არ არის სასიამოვნო როცა ტყე პარკის ტერიტორია ესე დაბინძურებულია,მაგრამ ყველამ ერთიანი ძალებით უნდა ვეცადოთ გარემოს მოვუფრთხილდეთ და დასუფთავების აქციებიც პერმანენტულად მოვაწყოთ", - განმარტა  შოთა მურღულიამ. 

ავტორი: ნიუპრესი